29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ბელარუსის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა - "მიიღეთ უმკაცრესი ზომები, დასავლეთი ცალსახად ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში" 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსთან ახლოს, NATO-ს ძალების გადაადგილების გამო მიიღეს. მან სამხედროებს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრესი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

"მოგიწოდებთ, მიიღოთ უმკაცრესი ზომები ბელარუსის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, დასავლეთი უკვე ცალსახად ერევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

 

დღის ამბები