29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ამბროლაურში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიცია რამდენიმე პირს ეძებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში მამაკაცი მოკლეს - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე მათი ძებნა მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, 29 წლის ვლას აბუთიძეს, რომლიც მის სახლთან გაგუდულ მდგომარეობაში იპოვეს დაპირისპირება სხვა სოფლის ახალგაზრდებთან ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები