29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში COVID ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა სტაბილურად იზრდება

ახალი პაციენტების რაოდენობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურად იზრდება. სომხეთში COVID ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი.

ინფიცირებულთა რიცხვი 5 000-ით გაიზარდა რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 121 პაციენტი გარდაიცვალა. 1 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში, დაფიქსირდა ლეტალობის 21 ფაქტი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში 128 ახალი შემთხვევაა. უკრაინაში კი ბოლო 24 საათში 1 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

დღის ამბები