29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"ჩემთვის გიგი უგულავა როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული" პარტიის წევრები, გიგი უგულავასთან მოკავშირეობაზე  ამბობს, რომ მიუხედავად წარსულში არსებული უარყოფითი შეხედულებისა, დღეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორების გამო, ყველანაირი დამოკიდებულება უკანა პლანზე გადავიდა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით,  გიგი უგულავა ხელისუფლებაში ყოფნის დროის მისთვის როგორც პოლიტიკოსი, მიუღებელი იყო, თუმცა ოპოზიცონერის რანგში მისაღებია.  

"როდესაც კომუნალურ ბინაში შემოვარდება მკვლელი, რომელსაც უნდა რომ დახოცოს იქ მცხოვრებლები, ყველა მცხოვრებელი და მეზობელი, მიუხედავად იმისა, უყვართ, არ უყვართ, ადრე ლანძღეს ერთმანეთი, შეცდომები დაუშვეს - ერთიანდება ყველა, რომ ის მკვლელი გაანეიტრალონ. ჩვენ შემოგვივარდა სახელმწიფოში მკვლელი ივანიშვილის სახით. ამიტომ დღეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაივიწყოს ყველაფერი, ეს მოიცილოს და მერე იქნება ოპონირების დრო. ჩემთვის გიგი უგულავა, როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი,“  - განაცხადა შალვა ნათელაშვიმლა.

დღის ამბები