29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"სოსო შატბერაშვილს ლიცენზია ჰქონდა თურმე ნარკოტიკების გაყიდვაზე, მთელი საბურთალო მოწამლა ... "- შეინახა თუ არა შატბერაშვილმა ნათელაშვილის დავალებით 500 ათასი დოლარი 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, მისი პარტიის ყოფილმა წევრმა, სოსო შატბერაშვილმა, მისივე დავალებით 500 ათასი დოლარი შეინახა, რომელიც შემდგომ დაუბრუნა, კატეგორიულ სიცრუეს უწოდებს.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შატბერაშვილი არაკეთილსინდისიერ საქმეებში იყო გარეული, ამის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი, მასთან 11 წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. 

"თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება, აფთიაქის მფლობელი გახლდათ და თურმე ლიცენზია ჰქონდა ნარკოტიკების გაყიდვაზე და იმდენ ნარკოტიკს ყიდდა, მთელი საბურთალო მოწამლა თურმე... როცა გავიგე, კინწისკვრით გავაგდე, თქვენ ნუ მომთხოვთ წინასწარ პროგნოზირებას, ადამიანს რა მოუვა თავში და რა ეშმაკი შეუჩნდება... რა სისულელეა. არ გეკადრებათ, თქვენ ჟურნალისტის იმიჯს ინგრევთ ამით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პროკურატურის 2008 წლის განცხადება წაიკითხა, რომლის თანახმადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, 100 ათას დოლარზე მეტი, პროკურატურის მტკიცებით, ლეიბორისტული პარტიის წევრებს ისრაელის მოქალაქემ, ანატოლი მოტკინმა გადაურიცხა. შალვა ნათელაშვილი ამ თემას ტყუილს  და  პროკურატურას- ცილისმწამებლურ სტურქტურას უწოდებს. 

"საქართველოს პროკურატურა ტყუილის, ცილისწამების და დამნაშავეთა დამფარავი მთავარი სტრუქტურა და ივანიშვილის პირსაბანია. სისტემა არ შეცვლილა შევარდნაძის შემდეგ, სისტემა იყო ერთპიროვნული, ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, რეკორდები მოხსნა უზნეობის, ყაჩაღობის და ყველაფერის,“ - ამბობს ნათელაშვილმა.  

დღის ამბები