29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
რას მაბრალებთ, ვერ გავიგე, ყველა პარტია ფინანსდება მსოფლიოში, ნუ მითვლით თეთრებს.. - შალვა ნათელაშვილი

"ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ კანონს ეხებოდა და რომელიც ძალაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შევა,  ლეიბორისტული"პარტიის ლიდერმა, განაცხადა, რომ პარტიები დღეს მთელს მსოფლიოში ფინანსდება.   

საუბარია თანხაზე, რომლის თანახმადაც, პირველ 50 ათას ხმაზე, პარტია მიიღებს 15 ლარს, საერთო ჯამში ეს თანხა კი 750 ათასი ლარს შეადგენს. თუკი ლეიბორისტული პარტია 2020 წლის არჩევნებში 50 ათას ხმას აიღებს, ის გარანტირებულად მიიღებს 750 ათას ლარს.

კითხვაზე -  ამ თანხიდან გამომდინარე, კომფორტულია თუ არა ოპოზიციაში ყოფნა, შალვა ნათელაშვილი, პასუხს არ სცემს.  შალვა ნათელაშვილი იმ დაფინანსებას, რაც მის პარტიას აქვს, დაცინვას უწოდებს.  

"რას მაბრალებთ, ვერ გავიგე, ყველა პარტია ფინანსდება მსოფლიოში, ნუ მითვლით თეთრებს.. ყველა პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან და პლუს ამას, ბიზნესიდან ფინანსდება ყველა პარტია, მიუხედავად იმისა, პოზიციაშია თუ ოპოზიციაში. ის დაფინანსება რაც იგივე ჩვენ გვხდება თვეში, ის ყოფნის მსხვილ რამდენიმე რეგიონს და ცენტრალურ ოფისს, დანარჩენი მთავრდება. თქვენ დათვალეთ ივანიშვილის და მისი პარტიული ძმაკაცების მიერ მოპარული მილიარდები ჩვენი ხალხისგან, თქვენ მე კი ნუ მითვლით იმ თეთრებს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით იღებს ყველა პარტია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები