29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"რა თქმა უნდა, აფეთქება მე მიკავშირდება, ამ მანქანაში ორჯერ ვიჯექი გუშინ" - ენზელ მკოიანი

ძლიერი აფეთქება სამცხე-ჯავახეთში - ამჯერად ახალქალაქში, "ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმის მანქანა აფეთქდა. მომხდარი აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3 კილომეტრის რადიუსშიც გაიგეს. ენზელ მკოიანის ძმა საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

თავად ენზელ მკოიანი ამბობს, რომ სამიზნე არა მისი ძმა, არამედ თავად იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მას ბოლო პერიოდში არაერთხელ დაემუქრნენ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობითაც. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული მანქანით გუშინ რამდენჯერმე გადაადგილდა და სავარაუდოდ, სამიზნე  სწორედ თავად იყო.

"დამირეკეს "ფეისბუქის" მესინჯერით და დამემუქრნენ, მითხრეს რომ გარეთ არ გავიდე, ვიჯდე სახლში და არანაირ არჩევნებზე არ ვიფიქრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, წაიყვანდნენ ჩემთვის ძვირფას ადამიანს. ამის შემდეგ, 24-ში უკვე მოსკოვური ნომრით "ვაიბერში" დამირეკეს და მითხრეს, რომ გადამერიცხა მსხვილი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავდნენ.

ჩვენ გვყავს ჩვენი ადამიანი, ვიცით სად და როდის დადიხარ და მოგკლავთო. მითხრა, 15 წელი ვიჯექი ციხეში და კიდევ 20 ჩავჯდებიო. როგორც დეპუტატმა მივმართე გენერალურ პროკურორს, მაგრამ გამაგზავნეს რეგიონულ პოლიციაში და იქ დამიბარეს. მე ვუთხარი ასე არ გამოვა, ან ადგილზე მოდით ან გენპროკურატურამ გამოიძიოს-მეთქი.

რა თქმა უნდა, აფეთქება მე მიკავშირდება, ამ მანქანაში ორჯერ ვიჯექი გუშინ და დღეს უკვე ააფეთქეს. ძალიან ძლიერი აფეთქება იყო. 26 მარტსაც ხომ სცადეს ჩემი მკვლელობა 3-ჯერ მესროლეს. ტელევიზიით კი აჩვენეს რომ მე დავრბივარ პისტოლეტით, მაგრამ სინამდვილეში თავს ვიცავდი,“ - ამბობს ენზელ მკოიანი. 

დღის ამბები