29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმე ურთიერთბრალდებებით გრძელდება - პროკურატურა ბასილაშვილს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ედავება

საქართველოს პირველ ჩოგანს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი ცოლის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავება. სიმართლე სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომლის სხდომაც 2 თვის შემდეგაა ჩანიშნული.

ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ჩოგბურთელის მიმართ ბრალის დაზუსტება მოხდა და არა - დამძიმება. ბრალდებას ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის შესახებ ჭკადუა ნელი დოროყაშვილის სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, რაც მისი თქმით, მტკიცებულებებით არ დასტურდება.

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში მოტივად ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ბავშვის საუკეთესო ინტერესს ასახელებს. ნელი დოროყაშვილი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პირველ ჩოგანს გამოძიება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

დღის ამბები