თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება. ხორას მონასტერში მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს.
თურქეთის რელიგიათა საკითხების სამმართველოში დაადასტურეს, რომ ხორას მონასტერი მუსლიმური ლოცვებისთვის იქნება გამოყენებული.
მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და 534 წელს აშენდა. ის სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლია. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ხორას მონასტერი 1511 წელს მეჩეთად გადაკეთდა.