29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა მარნეულის და გარდაბნის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს 

"ქართული ოცნების" ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას საკუთარი კანდიდატი წარუდგინეს. ცენტრალურ პარკში შეკრებილებს ყოფილმა მერმა უკვე მაჟორიტარის რანგში მიმართა და ყურადღება მარნეულში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა, თუმცა თქვა, რომ ბევრი პრობლემა ისევ მოსაგვარებელია და პარლამენტში მუშაობის დროს ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს.

შეძახილებითა და აქციით დახვდა ახალგაზრდების ჯგუფი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას. ცენტრალურ პარკთან შეკრებილებმა ზაურ დარგალს მიმართეს და შეახსენეს, რომ ის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას მხარს არ უჭერდა.

მარნეულის შემდეგ "ქართული ოცნების" კანდიდატი დღესვე პარტიის ლიდერებმა გარდაბნის მოსახლეობასაც წარუდგინეს. საკუთარ გამოსვლებში გარდაბნისთვის უკვე განხორცილებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

მარნეულსა და გარდაბანში სტუმრობის დროს მთავრობის მეთაურმა, მაჟორიტარობის კანდიდატთან და პარტიის ლიდერებთან ერთად ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც რეგიონში ხორციელდება. 

დღის ამბები