29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
განახლდება თუ არა რუსეთთან ფრენები და პოლიტიკური დიალოგი - ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ურთიერთობის დალაგებას წესების უგულებელყოფით პერსპექტივა არ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ თბილისთან ფრენების აღდგენა ახლო მომავლის საკითხია და პოლიტიკური დიალოგიც მალე განახლდება.

დიპლომატიური ურთიერთობები და ფრენები საქართველოს მიზეზით რომ არ შეჩერებულა მოსკოვს დღესაც შეახსენეს. რუსეთთან მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე, თბილისის პოზიციიდან ამბობს, რომ ურთიერთობის დალაგებას პერსპექტივა არ აქვს, თუ მეზობელი სახელმწიფო კვლავ წესების უგულვებელყოფით იმოქმედებს.

ოპოზიცია კრემლის ტონალობას არ ენდობა, ისევე როგორც მმართველ გუნდს. მეტიც, ნაწილი "ოცნებას" მოსკოვთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს და მათ სამშვიდობო პოლიტიკაშიც ვერ ხედავენ შედეგს. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ლავროვის გზავნილებში სულ სხვა რამეს კითხულობს.

მმართველი გუნდი ეროვნული ინტერესების ხარჯზე დათმობებს არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ რუსეთთან საქართველოს სამართლებრივი და მორალური უპირატესობა აქვს. 

დღის ამბები