29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
49-დღიანი ტყვეობის შემდეგ ე.წ. სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი პატიმრობაში დატოვა - რას ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა - 49 დღიანი ტყვეობის შემდეგ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილება თითქმის სამსაათიანი განხილვის შემდეგ გამოცხადდა.

ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების პროცესებში უშუალოდ ჩართვას პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს თხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩა მღებრიშვილი 10 დღის ვადაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაბრუნდება, ოჯახი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვითა და მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ.

დღის ამბები