29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
თელავში ”რთველი 2020-ის” საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო

დღეიდან თელავში ”რთველი 2020-ის” საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რთველი სუბსიდიის გარეშე, წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა.

მისი განცხადებით, რთველის სუბსიდირება იძლევა მინიმალურ გარანტიებს, რომ მევენახე ფერმერების საქმიანობა იყოს დაფასებული და მათ ნაკლები პრობლემებით გაიარონ მიმდინარე წლის რთველის სეზონი.

დღის ამბები