29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ლენტეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - 5 სოფელი და დაახლოებით 250 ადამიანი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილია

ლენტეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება პირდაპირი კავშირი იმ სოფლებთან, რომლებიც ადიდებული მდინარეების და წაღებული ხიდების გამო გარესამყაროს მოწყდა.
მთლიანად განადგურებულია გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილზე სალიკვიდიაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეგიონში ამ ეტაპზე არ წვიმს, თუმცა მიუხედავად ამისა, 5 სოფელი და დაახლოებით, 250 ადამიანი კვლავ გარესამყაროს მოწყვეტილია, რადგან სტიქიამ მდინარის ადიდების შედეგად ხიდები და საავტომობილო გზების გარკვეული ნაწილი დააზიანა.

მოსახლეობა შიშობს, რომ თუ კი სინოპტიკოსების პროგნოზები გამართლდა და მომდევნო დღეებში კვლავ გაწვიმდა, შესაძლოა, უკვე სტიქიამ მასშტაბური ხასიათი მიიღოს და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ევაკუაციის საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდეს. ამაზე დღეს იყო საუბარი თუმცა მას შემდეგ, რაც რეგიონში გამოიდარა, ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯერჯერობით, საფრთხის მოხსნაზე აკეთებენ აქცენტს.

ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექით გამოწვეულმა ადიდებულმა მდინარემ სახნავ-სათეს მიწებში შეაღწია და გაანადგურა.

"ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა 3 მდინარე. ადიდების შედეგად წაღებულია 3 ხიდი, მოწყვეტილია 5 სოფელი, დაახლოებით, 60-70 ოჯახი, თუმცა საფეხმავლო გზა არის, კონკრეტულად სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ხდება ტექნიკის მობილიზება. როგორც კი საშუალება მიეცემათ დაიწყებენ ინტენსიურ მოქმედებას," - აცხადებს პარლამენტის ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

დღის ამბები