29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
საარჩევნო უბანზე მოსულ თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს პირბადე - ცესკო-ს სპიკერი

საარჩევნო უბანზე მოსულ თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს პირბადე - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ცესკო მუშაობა დაიწყო იმ მიმართულებით, რომ იქნება ეს პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები თუ სხვა საჭირო აღჭურვილობა შეიძინოს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა განაცხადა, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილეების მიხედვით, კომისიას ექნება შესაძლებლობა, სპეციალური წესები განსაზღვროს, რომლის საშუალებითაც ამომრჩევებლი საარჩევნო უბანზე შესვლას შეძლებს.

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კანონმდებლობაში ახლახან შესული ცვლილებებიდან გამომდინარე ექნება შესაძლებლობა დადგენილებით განსაზღვროს  სპეციალური წესები, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველი შეძლებს საარჩევნო უბანზე შესვლას.

გარდა ამისა რა თქმა უნდა იმოქმედებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და ასევე არჩევნებში ჩართული მხარეები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც გითხარით იმ უწყებებთან, რომლებიც უმკლავდებიან და მუშაობენ პანდემიის გამკლავების მიმართულებით და ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

მოგეხსნებათ, რომ საარჩევნო უბანზე თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს პირბადე. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ შევიძინოთ და შევიძინეთ კიდევაც გარკვეული რაოდენობის შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარები იქნება, პირბადეები თუ შესაბამისი აღჭურვილობა. ამ მიმართულებით რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დანიშვნა ჩვენ უფრო მეტად გავააქტიურებთ კიდევ მუშაობას," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები