29 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს - ზურაბ აბაშიძე 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გზავნილებს გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარება საქართველოს ინტერესშიც შედის, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სამართალი და ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპებიც.

ზურაბ აბაშიძეს თქმით, ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია.

"დაინტერესებულნი ვართ იმაში, რომ მოხდეს მოგვარება იმ უმძიმესი პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებში არსებობს რუსეთთან და ეს უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ამ ურთიერთობების დარეგულირება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის, ჩვენი სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, რაც ჯერჯერობით არ ხდება და სწორედ ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი დღის წესრიგში ჯერ ვერ დადგება.

ფრენები ჩვენი მიზეზით არ შეჩერებულა. ჩვენ ვიყავით და ვართ მომხრე იმისა, რომ საავიაციო მიმოსვლა აღდგეს. ესეც რა თქმა უნდა, განვიხილოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტექსტში," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი პირდაპირი ფრენებიდან 13 თვის შემდეგაც, რუსეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ მოიხსნას შეზღუდვა, რომელიც 2019 წლის ივლისში თავად დააწესეს. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გამარტივების სურვილს ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფიქსირებს. სერგეი ლავროვი გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში საუბრობს პოლიტიკური დიალოგის კარასინი-აბაშიძის ფორმატის აღდგენაზეც, რომლის წინაპირობაც რუსი დიპლომატის თქმით, გაუმჯობესებული ეპიდვითარება უნდა გახდეს.

ახალ გზავნილში კრემლი ხაზს უსვამს "ქართული ოცნების" ინიცირებულ კურსს 2012 წელს, რომ გადაიდგას ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა ამ ფონზე საქართველოს, როგორც პარტნიორს კრემლი მიზნებს უწუნებს.

დღის ამბები