29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.

პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამებით ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო და არ სურს პროცესს დამოუკიდებელი პირები აკვირდებოდნენ.

"მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყონ ის, რომ დამკვირვებლები საქართველოში შეფერხების გარეშე შემოვიდნენ. ამაში იგულისხმება მათთვის კარანტინის გაუქმება. ასევე, მათ უნდა აიღონ ვალდებულება, რომ დამკვირვებლებს შეუქმნას დაზღვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი  სერგი კაპანაძე. 

დღის ამბები