მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი- 22 მილიონ 900 ათასამდეა. გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ვირუსს 170 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, 112 ათასი გარდაცვლილით, მესამე – მექსიკა, სადაც 56 100 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღეებში, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს ევროპაშიც. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.