29 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია, მათი კონტაქტების მოკვლევა გრძელდება. 

"დღეს დაგვემატა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, მათგან 4-ის წყარო ლენჯერია, 6 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 შემთხვევა იპორტირებულია, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია და ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 20-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1128 ადამიანმა დაამარცხა კოვიდ ინფექცია. ამ ეტაპზე COVID ცენტრებში 140 ადამიანი მკურნალობს. მათგან კვლავ 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პაციენტი კი ამ დროისთვის 23 გვყავს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მან თავისი ცენტრის მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი კლინიკიდან 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, ახალი შემთხვევები კი ინფექციურ საავადმყოფოს დღეს არ დამატებია. 

მარინა ეზუგბაიამ ასევე ინფექციური საავადმყოფოს მიერ, კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის შეჩერების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მან თქვა, რომ კლინიკა პაციენტების მკურნალობას არ წყვეტს, უბრალოდ ეს პროცესი დროებით შეჩერდება. მან კი ამის მიზეზად ცენტრის გაუმართავი ინფრასტრუქტურა დაასახელა. 

დღის ამბები