29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ოკუპაციის მძიმე შედეგები და ჰიბრიდული ბრძოლის გააქტიურებული სტრატეგია - Washington Times აშშ-ში საქართველოს ელჩის წერილს აქვეყნებს

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე The Washington Times-ში გამოქვეყნებულ წერილში რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და ჰიბრიდული ბრძოლის გააქტიურებულ სტრატეგიას აღწერს. წერილის თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, დასავლეთის თანამეგობრობაში საქართველოს მყარი პოზიცია გააძლიერებს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას, რაც არ შეიცავს საფრთხეს რუსეთისთვის.

საქართველოს ელჩმა "ვაშინგტონ პოსტთან" საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო დანაყოფები ქვეყანას დატოვებდნენ და საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა.

დღის ამბები