29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - "ღამის სერენადები" 27 აგვისტოდან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

რიგით მე-12 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ღამის სერენადები" 27 აგვისტოდან, ტრადიციულად ბათუმში აიღებს სტარტს და 4 სექტემბერს თბილისში დასრულდება. პანდემიით განპირობებული რეგულაციების გამო, ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ რეჟიმში, მოწვეული უცხოელი მუსიკოსების გარეშე ჩატარდება.

ფესტივალის ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ რეგულაციების მიუხედავად, პროგრამა მრავალფეროვანი იქნება.

ფესტივალის პირველი დღე პიანისტ თამარ ლიჩელს და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტს დაეთმობა. 2 და 4 სექტემბერს კი, როცა ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ "საქართველოს ვირტუოზების" ორკესტრი, პიანისტები სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე და ელენე შავერზაშვილი. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი იქნება.

თეო ცუცქირიძე

დღის ამბები