რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კომაშია. ის მოწამვლის ნიშნებით ომსკის საავადმყოფოში იმყოფება. სწორედ ომსკში განახორციელა თვითმფრინავმა ავარიული დაშვება მას შემდეგ, რაც ბორტზე მყოფმა ნავალნი გონება დაკარგა. არის ეჭვი, რომ ის აეროპორტში ჩაით მოიწამლა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს.
მოწამლეს, თუ მოიწამლა ნავალნი?! - კრემლში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა, ექსპერტიზის დასკვნამდე, ნაადრევია. დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, თუკი ლიბერალური პროგრესის პარტიის ხელმძღვანელის მოწამვლა დადასტურდა, საქმეში გამოძიება ჩაერთვება.
აქვს, თუ არა კავშირი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ნავალნის მოწამვლასთან და იგრძნო, თუ არა პუტინმა ბელარუსის სცენარის რუსეთში განმეორების საფრთხე?! ამაზე ევროპელი პოლიტიკის ექსპერტებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, მათი თქმით რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლით, კრემლმა მთავარი ოპოზიციური ძალა წინასწარ ჩამოიშორა.
რუსეთის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ერთხელ უკვე მოწამლეს საპატიმროში. მაშინ ნავალნი სიკვდილს და მხედველობის დაკარგვას გადაურჩა. ვარაუდობენ რომ თუკი პოლიტიკოს გადარჩა, მას ამჯერად მხედველობას ვეღარ შეუნარჩუნებენ.
ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი