29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება იზრდება - ახალი პროგრამა 40 ათასამდე პირს შეეხება

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება 8 ათასი ლარით იზრდება. ახალი ინიციატივის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზის მქონე ავადმყოფებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება 12 ათასიდან 20 ათასამდე გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდება.

ოპოზიცია ონკოპაციენტების დაფინასების გაზრდას, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. უმრავლესობა კი, პირობას დებს, რომ დაფინანსება საჭიროების შემთხევაში კიდევ გაიზრდება.

დღის ამბები