პოლონეთის სენატის სპიკერი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ტომას გროდზკიმ დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა გააგრძელოს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა, ოპოზიციას კი ბელარუსში სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე ესაუბრა.
"პოლონეთში ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს ცალსახა პოზიცია, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ბელორუსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო ინტერესი პოლონეთის რესპუბლიკისთვის," - განაცხადა პოლონეთის სენატის სპიკერმა ტომას გროდზკიმ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ვერონიკა ცეპალკო, რომელიც სვეტლანა ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი თქმით, ლუკაშენკოს რეჟიმი ქვეყანაში ძალადობის რეჟიმად იქცა.
"მადლობას ვუხდი პოლონეთის თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ თქვენი თანადგომა, გულწრფელად ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას არ აღიარონ იგი ბელორუსის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად," - აღნიშნა ვერონიკა ცეპალკომ.
ცეპალკომ ბელარუსი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს დატოვა. ცეპალკომ თავდაპირველად რუსეთს შეაფარა თავი, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა.