29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატად ვაჟა ჩიტიშვილის დასახელება ვანო მერაბიშვილის თხოვნა იყო - ენმ

ახალციხის რაიონული ორგანიზაციაში "ევროპული საქართველოდან" რამდენიმე წევრის გადასვლა "ნაციონალურ მოძრაობაში", განპირობებული იყო იმით, რომ მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც ენმ-ს მხრიდან დასახელდა ამ რეგიონში, ვანო მერაბიშვილის მკაფიო მხარდაჭერა ჰქონდა. ასეთ განმარტებას აკეთებენ ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც "ევროპული საქართველოს" რამდენიმე წევრის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. 

"2016 წლიდან ვაჟა ჩიტაშვილი "ევროპული საქართველოს" პარტიაში იყო, შესაბამისად, მოულოდნელი არავისთვის იყო, რომ მათი ახალციხის აქტივი, მხარს დაუჭერდა მის კანდიდატურას, როდესაც ვაჟა ჩიტაშვილი დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობიდან" ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მათ კარგად იცოდნენ ვანო მერაბიშვილის გავლენები ახალციხეში, შესაბამისად, როდესაც მერაბიშვილმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი ჩიტაშვილის კანდიდატურას, სწორედ ამიტომ მიიღო ახალციხის რაიონში "ევროპული საქართველოს" რამდენიმე წევრმა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ნაბიჯს," - აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ახალციხეში დავით ახალკაცი.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატად ახალციხეში ვაჟა ჩიტიშვილის დასახელება, ვანო მერაბიშვილის თხოვნა იყო.

"ევროპული საქართველოს" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გელა დემეტრაძე ნაციონალურ მოძრაობაში გადავიდა, თავმჯდომარესთან ერთად პარტია ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. პარტიიდან წევრების წასვლის შესახებ კურიერი ჯერ კიდევ ორი დღის წინ საუბრობდა.

დღის ამბები