29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
რეგულარული ფრენებისა და მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული - ნათია თურნავა

რეგულარული ფრენებისა და არსებული მიმართულებების სიხშირის გაზრდა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ქვეყნებში, სადაც ფრენები ხორციელდება, საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას აკვირდება, ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი, ადეკვატური ზომებს მიიღებს.

"ფრენები არის ოპტიმალური რაოდენობით, თუ მოგვცემს ეპიდვითარება საშუალებას და ასევე ევროპაში ეპიდვითარება საშუალებას, რომ დავამატოთ რეგულარული ფრენები ან გავზარდოთ არსებული მიმართულებების სიხშირე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასევე თუკი გაუარესდა ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, საიდანაც ფრენები ხორციელდება აქაც მზად ვარ რომ მივიღოთ ადეკვატური ზომები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები