29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
იმისთვის, რომ არ დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები და გააყალბონ არჩევნები ჩაკეტეს საზღვრები - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საზღვრების გასხნას მოითხოვს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, რადგან ჩაკეტილ საზღვრებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

"საქართველო 30 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საბჭოთა კავშირი. რუსმა ოლიგარქმა იმისათვის, რომ კარგად გააყალბოს არჩევნები, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, არ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩაკეტა საზღვრები და საქართველოს ადგილას პრაქტიკულად გამოაცხადა დახურული რეზერვაცია," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები