29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები