29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება - გიორგი გახარია

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მისი ინფორმაციით, პროგრამით დღეს ქვეყანაში 1 972 მოქალაქე სარგებლობს და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტების ახალი ინიციატივა, ეს გახლავთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და აქაც დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამის 8 ათასი ლარით გაზრდის შესახებ, რაც დარწმუნებული ვარ, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე.

ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები