29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ფერმერები, რომლებსაც სტიქიის შედეგად ნერგები გაუნადგურდათ, სახელმწიფოსგან უფრო ხარისხიანი ჯიშის ნერგებს მიიღებენ 

სოფლის მეურნეობის პროგრამა "დანერგე მომავლის ფარგლებში"ცვლილებები შედის. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ფერმერებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ ნერგები, სახელმწიფოსგან ახალ და უფრო ხარისხიანი ჯიშის ნერგებს მიიღებენ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ დღეს მოქმედი პროგრამა მხოლოდ მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს ფარავდა, თუმცა ამ ცვლილებებით, დაზარალებული გლეხები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის ნერგები.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პროგრამა ძალაში შედის მიმდინარე წელს და ის 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებსაც შეეხება. პროგრამა დაზარალებული ფერმერების ვაზის ჯიშებით დახმარებასაც გულისხმობს.  

"ივლისის თვეში ჩვენ გვქონდა სტიქია რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ეს იყო კახეთი, რომელიც დაზარალდა სეტყვის გამო და რაჭაშიც. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს ამ აგროდაზღვევის მიმართულებით. თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენს ფერმებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს. ეს პროგრამა ძირითადად ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს.

დღეის მდგომარეობით, სეტყვის შედეგად ბევრ ჩვენს ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ ან აღადგინოს მან თავისი მრავალწლოვანი ბაღები და, რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო მაღალი ფასის ღირებულების ჯიშები იმ ჯიშებით, რომლებიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ  მას ასეთი სურვილი ექნება.

ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით და შემდგომ გაგრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ, ჩვენ ნელ-ნელა ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანაცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ფერმების შემდგომ გაძლიერებას და მათ ეფექტიანობას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები