29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1370 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემები ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 10-ით გაიზარდა და ჯამში 1108-ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 278 პაციენტი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  

დღის ამბები