ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუდაუთის საავადმყოფოში, ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 80 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.