29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
კახა კალაძე სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის MASTER LEAGUE-ის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირის MASTER LEAGUE-ის პრეზენტაციას დაესწრო. საფეხბურთო ტურნირში ჩართულია მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა რეგიონი და 64-ვე მუნიციპალიტეტი.

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია. რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას.

"აქ საუბარია მოყვარულებზე და არა პროფესიონალებზე. დაახლოებით 12 ათასზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, აქ ჩართული იქნება და შესაძლებლობა ექნებათ ასევე გოგონებს მიიღონ მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი იქნება ინტერესი, მივცემთ ახალგაზრდებს მინიშნებას, მიმართულებას იმისკენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას არ აქვს ალტერნატივა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები