“დიდი სცენის" გრანდიოზულ ფინალამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. კონკურსის სამმა მონაწილემ უკვე მოიპოვა დასკვნით, ფინალურ ტურში გადასასვლელი "საგზური".
ფინალისტები შემაჯამებელ ტურში2-2 სიმღერას შეასრულებენ. მაყურებლისა და ჟიურის წინაშე ფინალისტებს - მემე ჟორდანიას, ლევან ყანდიაშვილსა და გიორგი ფუტკარაძეს ჯერ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შემდეგ კი მარტო მოუწევთ ძალების წარმოჩენა.
ავტორი : თეო ცუცქირიძე