საქართველოში ბოლო 16 დღეში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი და 10 ადამიანის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. საყურადღებო წერტილი გარდაბანი, ყაზბეგი, სვანეთი და აჭარის რეგიონი რჩება, სადაც სამიზნე ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.
საყურადღებო წერტილი ქობულეთის ერთ-ერთი კაფე "ჰავანაა“, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები - სულ 6 ადამიანია ინფიცირებული.
ინფექციის გავრცელების რისკები, გასულ დღეებთან შედარებით, შემცირებულია მესტიის რაიონში. ცხელი წერტილი კვლავ ლენჯერის თემი რჩება. მუნციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებული შეზღუდვები 21 აგვისტოდან მოიხსნება