29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"ბავშვის უფლებათა კოდექსი" - კადრები, რომლებმაც შესაძლოა მოზარდებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ეთერში ვეღარ მოხვდება 

ვიდეო თუ ფოტო მასალის გავრცელებას, რომელმაც, შესაძლოა, მოზარდებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, ახლა უკვე კანონი გააკონტროლებს. საუბარია ძალადობრივი, თუ სექსუალური ურთიერთობის, ასევე - ნარკოტიკული საშუალების, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ამსახველ მასალაზე. ქვეყნის კანონმდებლებმა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველად სწორედ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის ვიზუალური გავრცელება მიიჩნიეს. დღემდე ქვეყანას ბავშვთა უფლებათა ერთიანი კოდექსი არ ჰქონია. 

მედიასაშუალებას ბავშვთა კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სანქცია დაუწესდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კოდექსის აღსრულებისთვის საჭირო რეგულაციები და მექანიზმები უკვე შემუშავებული აქვთ.

თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველად ეს პარლამენტმა რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა. არასრულწლოვნების ცხოვრების გარდაქმნისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულების საკითხები კანონმდებელმა 36 ფურცლიან დოკუმენტში ასახა. ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც 21 დეპუტატის ინიციატივით მომზადდა 2 ავტორი ყავს. სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავებაში გაეროს ბავშვთა ფონდიც მონაწილეობდა.  

დღის ამბები