ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ევროპულმა საბჭომ, ბელარუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ძალადობასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს მკაცრი სანქციები დაუწესდებათ.
რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი კი ევროკავშირს ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევისთვის აკრიტიკებს. სერგეი ლავროვმა ევროპის ლიდერებს მაიდანი შეახსენა და უკრაინის 2014 წლის მოვლენებში ევროპელი ლიდერები დაადანაშაულა.
ბელარუსის ოპოზიცია ამბობს, რომ ლუკაშენკო გადაწყვეტილებებს კრემლის მითითებით იღებს. ოპოზიციური საბჭო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს, მმართველი ძალა კი მინსკის ქუჩებში არეულობის გამო, მოქალაქეებს დაპატიმრებით ემუქრება.
ავტორი : შმაგი ლიპარტელიანი