29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ოპოზიციის ორი დეკლარაცია და წითელი ხაზები "ქართულ ოცნებასთან" - ვინ და რატომ არ მოაწერს ხელს დოკუმენტს

საარჩევნო ტემპერატურის მატებასთან ერთად, ოპოზიციის დღის წესრიგში პოლიტიკური ცდუნების გადაზღვევა აქტუალური გახდა. ის, რაც ხმამაღლა სიტყვიერად არა ერთხელ თქვეს, "ლეიბორისტების" მაგიდის გარშემო შეკრებილმა ოპოზიციამ წერილობით - დეკლარაციაში უნდა ჩაწეროს. მმართველი გუნდის ოპონენტებმა ხელმოწერით უნდა დადონ პირობა, რომ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ შექმნიან. 

ბიძინა ივანიშვილის გუნდთან მკვეთრ წითელ ხაზს ავლებს და მის გადაკვეთას გამორიცხავს ნინო ბურჯანაძე. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ზეპირ პოზიციას დეკლარაციის ხელმოწერითაც დაადასტურებს. 

ზურა ჯაფარიძე, რომელსაც უკვე მეორე დღეა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სტატუსი აქვს, დეკლარაციის ტექსტის საკუთარ ვერსიაზე საუბრობს. მისთვის პრინციპულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წერილობით თქვან უარი ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობაზე. დეკლარაციის, როგორც დამცავი მექანიზმის ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს "ლელო". პოლიტიკურ გაერთიანებაში არ არიან დარწმუნებულები, რომ ხელმოწერა პოლიტიკური გემოვნების შეცვლის პრევენცია იქნება.

დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებულ დეკლარაციებს კი სპეკულაციას უწოდებენ.

დღის ამბები