29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ანდრი ტარანმა პირველი ოფიციალური ვიზიტისათვის საქართველო შეარჩია.

უკრაინელ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

მოლაპარაკებებისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საერთო სტრატეგიულ მიზნებზე. 

"ჩვენს ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას. როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატში ერთობლივ საქმიანობას, ბუნებრივია, შავი ზღვის უსაფრთხოება არის ის საკითხი, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ ჩვენს ორ ქვეყანას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრი ტარანმა ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევბზე ისაუბრა. 

"ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევა აქვს - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში,“ - განაცხადა ანდრი ტარანიმ.

დღის ამბები