29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"მინიმუმ 6 ხმა უნდა დააგროვოს კანდიდატმა, რომ გახდეს გენერალური დირექტორი" - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის ასარჩევად ემზადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა 25 სექტემბრამდე შეეძლებათ. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება და მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება, სადაც კანდიდატებმა საკუთარი ხედვები უნდა წარადგინონ.

"25 სექტემბერს დასრულდება უკვე საბუთების შემოტანა, ხოლო შემდეგ უკვე დაახლოებით ერთკვირიანი ვადა გვექნება, როდესაც გაიმართება მეორე ტური. გამჭვირვალობის პროცესი იქნება დაცული და გასაუბრების პროცესი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. მინიმუმ 6 ხმა უნდა დააგროვოს კანდიდატმა, რომ გახდეს გენერალური დირექტორი და დაიკავოს ეს პოზიცია,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია, მას შემდეგ რაც გუშინ ვასილ მაღლაფერიძე მოულოდნელად გადადგა, თანამდებობის დაკავების მსურველები უკვე არიან. 

დღის ამბები