29 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
გამოკითხვის შემდეგ "ნაცმოძრაობის" წევრმა სამტრედიაში პოლიციის შენობა დატოვა - დავით ზაქრაძე ამბობს, რომ რომ მასზე ზეწოლა არ მომხდარა

სამტრედიაში ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პოლიციის შენობა დატოვა. დავით ზაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ მასზე ზეწოლა არ მომხდარა.

აქტივისტების დაშინების მცდელობას უკავშირებს დევი ჭანკოტაძე დღეს მისი საარჩევნო შტაბის წევრის დავით ზაქრაძის დაკავებას. "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედია - წყალტუბო - ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მათი წევრი პოლიციას 7 საათის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდა დაკავებული. თავად ზაქრაძე მის რამდენიმესაათიან დაკავებას ერთი თვის წინ მომხდარ ჩხუბს უკავშირებს.

სოფელ გომის თემში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის სახლი დღეს დილით გაჩხრიკეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

დღის ამბები