29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყენებს მოუწოდებს, გაიხსენონ, თუ როგორ დასრულდა მათი შუამავლობა 2014 წელს უკრაინაში. სერგეი ლავროვის განცხადებით, ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება ყველას მართებს.

"როდესაც ახლა საუბრობენ "შუამავლობაზე“, გვესმის წინადადებები ლიეტუვადან და პოლონეთიდან, ვიღაცამ თქვა, რომ ეუთო უნდა გამოვიდეს შუამავლად. მე მოვუწოდებ ყველას, ვინც ასეთი იდეებით გამოდის, გააკეთონ ეს არა მიკროფონით, არამედ პირდაპირ ბელარუსებთან, უპირველეს ყოვლისა, ბელარუსის მთავრობასთან. არ დაივიწყონ, თუ როგორ იშუამავლეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა 2014 წელს კიევში მაიდნის დროს“, - განაცხადა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს სოლიდარობას, ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთი უცხადებს.

ბელარუსში მიმდინარე პროცესები განხილვის მთავარი თემაა ევროსაბჭოში მიმდინარე დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, ევრო საბჭოს ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ბელარუს ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი.

დღის ამბები