29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ბელარუსში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თვითმფრინავი ჩავიდა

ბელარუსში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თვითმფრინავი ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, თვითმფრინავი, საბორტე ნომრით "ERA-64 523" რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საკუთრებაა და სპეცსამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ფრენებისთვის გამოიყენება.

რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ბელარუსში, ჯერჯერობით, უცნობია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 43 წლის მამაკაცი, რომელსაც ბელარუსში 11 აგვისტოს აქციის დროს ესროლეს, მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.

ბელარუსის მედიის ინფორმაციით, გენადი შუტოვი ანტისამთავრობო აქციების მესამე მსხვერპლია. საპროტესტო აქციები ბელარუსში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მინსკის ტრაქტორის ქარხნის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და გაიფიცნენ, როგორც მედია იტყობინება დაკავებულია რამდენიმე პირი.

"ბოლო 26 წლის მანძილზე ბელარუსებმა პირველად იგრძნეს თავისი ძალა, ახლა მნიშვნელოვანია ეს ერთობა შევინარჩუნოთ და გავიმარჯვოთ," - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მარია კოლესნიკოვამ.

დღის ამბები