29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს - NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

როგორია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო - საერთაშორისო ორგანიზაცია NDI ანგარიშს აქვეყნებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, დეზინფორმაცია და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე - დოკუმენტი ამ მიმართულებებს მოიცავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია, წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად, 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. NDI-ის ანგარიშში 30 რეკომენდაციასაც გასცემს.

"არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულოს ყველა კანონი და რეგულაცია. დამკვირვებელ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მიეცეთ ჩარევისა და დაშინების გარეშე შეასრულონ საკუთარი საქმე. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული საარჩევნო პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათა შორის თანამშრომლობას. პარტიებმა უნდა შეიმუშაონ ინკლუზიური პროგრამები, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. 

დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს.
თუმცა შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ
და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ," - აცხადებს NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი.

დღის ამბები