29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გია ჭანტურიას საფლავთან მეგობრები შეიკრიბნენ

"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გია ჭანტურიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, მის საფლავთან მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. 

მისი შვილის თქმით, დღევანდელი დღე კიდევ იმის გამოა მისთვის მძიმე, რომ საქმე ისევ გამოუძიებელია, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"მძიმე დღე არის ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. დღეს მოვედით, ერთმანეთს მივულოცეთ დღევანდელი დღე - გიას დაბადების დღე და გიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადავიხადეთ," - განაცხადა გია ჭანტურიას შვილმა გიორგი ჭანტურიამ.

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლასა და შევარდნაძის ხელისუფლების მხილებას გეგმავდა, თუმცა ამ დღეს, დილის 10 საათზე მანქანაში ჩაცხრილეს. მას 61 წელი შეუსრულდებოდა.

"გიორგი ჭანტურია არ იყო მხოლოდ ერთი თუნდაც ძალიან ძლიერი გამოკვეთილი პარტიის ლიდერი. ის იყო საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მაგისტრალური ხაზის იდეოლოგიური ხელმძღვანელი. მტერმა ზუსტად იცოდა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და სწორედ იქ დაგვარტყა," - განაცხადა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გიორგაძემ.

დღის ამბები