29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ტურისტულ ზონებში კაფე-ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება

საქართველოს ტურისტულ ზონებში, კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება - გადაწყვეტილება დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორისამირან გამყრელიძის განცხადებით, მომსახურე პერსონალისათვის სავალდებულო ტესტირება მნიშვნელოვანია, ზოგადი სურათის შესაქმნელად. 

"დღეს აჭარაში ჩატარდება აღწერა, თუ რამდენი ღამის კლუბი და ბუნგალო მუშაობს და დიდი ალბათობით, ხვალიდან, თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ეს მნიშვნელოვანია ზოგადი სურათის შესაქმნელად,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები