29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარავი, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით ტესტირების ჩატარება შეეძლებათ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ხვალიდან ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარავი, სადაც ადამიანებს ნებაყოფლობით შეეძლებათ ტესტირების ჩატარება.

"დღეს აჭარაში ჩატარდება აღწერა, თუ რამდენი ღამის კლუბი და ბუნგალო მუშაობს და დიდი ალბათობით, ხვალიდან, თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას კარავი, სადაც ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას, ეს კი იმისთვის იქნება საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ინფორმაცია ტრიალებს თუ არა, ინფექცია აჭარაში," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები