29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

დღეს, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნება მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც  მოსახლეობას ეცნობება.

"აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები. ამ პეროდიდან დღემდე განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის შეჩერებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, იქ მყოფ ტურისტებს და ყველა უწყების წარმომადგენელს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა ამ პერიოდის განმავლობაში. მესტია არის იმის მაგალითი, თუ როგორ იბრძვის სახელმწიფო ეპიდემიის წინააღმდეგ," - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები