29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
12-დღიანი საკარანტინო ვადა სვანეთში 2 დღეში მოიხსნება

2 დღე სვანეთში კარანტინის მოხსნამდე - 12-დღიანი საკარანტინო ვადა რეგიონში 21 აგვისტოს იწურება. თუმცა ცნობილია, რომ მკაცრი რეგულაციები დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში შენარჩუნდება. შეზღუდვების მოხსნა აქ მხოლოდ დეტალური კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული.

რეგიონში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. უკვე შემოწმდა 4000-ზე მეტი ადამიანი, აქედან ვირუსი 33 პირს დაუდასტურდა. ადგილზე 25 სპეციალური ზონაა, სადაც 700 ადამიანია გადანაწილებული.

"მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და მოიცავს სრულიად მესტიის მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპისთვის ახალ დადასტურებულ შემთხვევასთან კავშირი არ გაქვს. რაც შეეხება PCR ტესტირებას, ის ჩაუტარდება ისეთ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოხატული ექნებათ სიმპტომები და უშაუალო კავშირი ჰქონდათ ინფიცრებულებთან," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

დღის ამბები