29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 22 300 0000-ს გადააჭარბა. აქედან გარდაცვლილია 785 ათასამდე პირი. უცვლელი რჩება იმ ქვეყნების სამეული, რომლებიც სიის სათავეში არიან მოქცეული.

შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში ამჟამად კვლავ ყველაზე რთული ვითარებაა. 40 ათას აღემატება ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა ამერიკასა და ბრაზილიაში. ინდოეთში კი გასულ დღე ღამეში 65 ათასი დაავადებული დაემატათ. გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში კი სამივე ქვეყანაში ათასზე მეტია.

რთული ეპიდვითარება ნარჩუნდება ლათინო ამერიკის სახელმწიფოებშიც. მონაცემები მატულობს ევროპის ქვეყნებშიც - ბელგიაში ბოლო 24 საათში 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 15 ადამიანი. 

დღის ამბები